ჭიდაობა

19:59 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ბექა ლომთაძე ფინალში გავიდა. 61 წონით კატეგორიაში ჩვენებურმა სამი შეხვედრა მოიგო და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ბექამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ინტიგამ ვალიზადა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს. მანამდე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი 10:0 და მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი 10:0 დაამარცხა. ლომთაძე ხვალ ფინალში რუს ალექსანდრ ბოგომოევს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილი (130 კგ) და ირაკლი მწითური (74 კგ) იჭიდავებენ, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე და მირზა სხულუხია იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115346