ჭიდაობა

17:38 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ლომთაძე ნახევარფინალშია

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ბექა ლომთაძე (61 კგ) ნახევარფინალშია. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა საწყისი ორი შეხვედრა ადვილად მოიგო.

ბექამ თავდაპირველად რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი 10:0 და შემდეგ მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი 8:0 დაამარცხა.

საერთოდ, ამ დროისთვის ქართველები დაუმარცხებლად ასპარეზობენ და დღე ხუთივე ქართველმა გაიარა პირველი წრე. მეოთხედფინალურ შეხვედრებს სულ მალე ჩაატარებენ ავთანდილ კენჭაძე, დავით მარსაგიშვილი, ირაკლი მწითური და გენო პეტრიაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ მირზა სხულუხია და ელიზბარ ოდიკაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128071