ფეხბურთი

23:45 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბრეშა" ტონალის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს

"ბრეშა" მზადაა იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, 19 წლის სანდრო ტონალი 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. როგორც Calcio Mercato იუწყება, კლუბი მომავალ სატრანსფერო პერიოდში აღნიშნულ თანხაზე ნაკლებად ფეხბურთელს არ გაუშვებს და სარფიანი გარიგებისთვის ემზადება.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ინტერი", "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "მილანი" იჩენენ. ტონალის იტალიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფეხბურთელმა "ბრეშაშ" შემადგენლობასი თამაში 2018 წლიდან დაიწყო, ხოლო იტალიის ნაკრებში დებიუტი 15 ოქტომბერს "ლიხტენშტენთან" მატჩში ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში სანდრომ 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

0.120904