სხვა

20:57 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრე მარტში დაიწყება

გლდანის ხელბურთის აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი წრე. ლიდერის, აჭარის გუნდის შემდეგ მეორე ადგილზე დამკვიდრდა პეგასი, მესამეა ფოთის ოქროს ვერძი. მეორე წრე 7 მარტს დაიწყება.

პეგასმა დღეს ქულა დაკარგა ქუთაისთან (15-15), მაგრამ დღის ბოლო მატჩში დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი სამტრედია (18-13) და 21 ქულა დააგროვა. 20 ქულა აქვს ფოთს, შემდეგ მოდიან სამტრედია, წყალტუბო, ქუთაისი... ექვსეულში დასავლეთ საქართველოს 5 გუნდია.

ამ ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს პირველის საერთაშორისო ტურნირი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი, 2021 წელს, შვედეთში უწევთ, თუმცა, ისინი უკვე არიან მწვრთნელთა დაკვირვების ქვეშ და სანაკრებო კანდიდატთა წრეც საკმად ვრცელია - ჩემპიონატის მონაწილე 13 გუნდიდან ყველას ჰყავს პერსპექტიული ხელბურთელები.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05). 7-11 თებერვალი, გლდანი

11 თებერვალი

წყალტუბო - ქარიშხალა 17-10

ზუგდიდი - რუსთავი 19-19

ქუთაისი - ქარელი 22-13

სამტრედია - ქარიშხალა 20-18

ქუთაისი - პეგასი 15-15

წყალტუბო - რუსთავი 16-10

სამტრედია - პეგასი 13-18

ზუგდიდი - ქარელი გადაიდო

მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, ა. ჩხაიძე

დელეგატი: ქ. იაშვილი

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

აჭარა----------12--12---0---0---505-211--24

პეგასი---------12--10---1---1---234-136--21

ფოთი---------12--10---0---2---274-169--20

სამტრედია---12---9---0---3---287-194--18

წყალტუბო---12---8---0---4---261-223--16

ქუთაისი------12---6---1---5---200-205--13

ქარიშხალა---12---6---0---6----217-191--12

ზუგდიდი----11---4---1---6---185-189---9

თელავი-------12---4---0---8---183-272---8

რუსთავი-----12---3---1---8---161-233---7

სენაკი---------12---2---0--10---147-329---4

ქარელი-------11---1---0--10---144-208---2

ტყიბული-----12---0---0--12---45-283---0

გაგრძელდება 7 მარტს

0.17007