ჭიდაობა

21:35 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმია ფინალს მიღმა დარჩა

იტალიის დედაქალაქ რომში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 55 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ნახვარფინალში გავიდა, თუმცა მარცხი განიცადა.

ნუგზარი ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში რუს ვიტალი კაბალოევს გაეჯიბრა და პირველი პერიოდი 2:1 მოიგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა გაანიავა და 2:5 დამარცხდა. შედეგად, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა მოჭიდავემ პირველ წრეში ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით მოლდოველ არტიუმ დელანუს სძლია.

დღესვე 130 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში იჭიდავებს ლევან არაბული, რომელიც ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117072