კალათბურთი

20:23 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრები განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. 2020 წელს ტურნირს ალბანეთის ქალაქი დურესი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები მასპინძელი ალბანეთის გარდა მონტენეგროსა და ლიეტუვას 16-წლამდე გოგონათა ნაკრებებს დაუპირისპირდება. არჩილ ჩხაბერიძის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი, თბილისში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიარა. მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის 19 ფეხბურთელი შეარჩია.

​საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი (გორი იუნაიტედი) ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა)

​მცველები: მარიამ ბერაშვილი (გორი იუნაიტედი), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა), ანი ძაძუა (გერლ ფაუერი, თბილისი), მარი ჯანჯარია (კოლხეთი, ხობი), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი), ელენე გაზდელიანი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), თინათინ ბლუაშვილი (ზარზმა, ახალციხე)

ნახევარმცველები: ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), თამარ ყიზილაშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ანა ბებნაძე (ზარზმა, ახალციხე), ელენე ენჯიბაძე (ივერია, ხაშური), ლიზი დიასამიძე (დინამო, ბათუმი), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი)

თავდამსხმელები: მარიამ მამნიაშვილი (ნიკე, თბილისი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი)

​საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უეფას განვითარების თასის 2020 წლის გათამაშების პირველ შეხვედრას 11 თებერვალს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

უეფას განვითარების თასი 2020-ის განრიგი:

11 თებერვალი 17:00 საათი (თბილისის დროით)

​საქართველო - მონტენეგრო

13 თებერვალი 17:00 საათი (თბილისის დროით)
ალბანეთი - საქართველო

16 თებერვალი 14:00 საათი (თბილისის დროით)
ლიეტუვა - საქართველო

GFF.GE

0.149628