ფეხბურთი

19:36 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ლაშა კასრაძე, ზაზა ციცქიშვილი, ცოტნე ნადარაია, ოთარ კობახიძე, ბაქარ მირცხულავა, გიორგი ფანცულაია, ირაკლი ძარია, დემეტრე ბულისკერია "ტორპედოს" შემადგენლობაში ითამაშებენ.

30 წლის კასრაძე ბოლოს ყაზახეთში „ტარაზის“ ღირსებას იცავდა, ციცქიშვილი კი გასული სეზონის მეორე ნახევარშიც ქუთათურთა წევრი იყო, ოღონდ საიჯარო ხელშეკრულებით. ფანცულაია ქუთაისურ გუნდს "ჩიხურადან", ხოლო მირცხულავა გორის "დილადან" დაემატა.

ნადარაია საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს „საბურთალოდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ბულისკერია „ლოკომოტივის“ კარს იცავდა, ხოლო გამოცდილი ნახევარმცველი ირაკლი ძარია ბოლო ხანს მალტაში, „ვალეტას“ რიგებში ირჯებოდა.

თეგებიტორპედო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105602