ფეხბურთი

13:45 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში მატჩები გადაიდო

ბუნდესლიგის დღევანდელი მატჩი "გლადბახსა" და "კიოლნს" შორის შტორმ "კიარას" გამო გადაიდო. როგორც ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩემპიონატის ორგანიზატორებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს მოახლოებული საფრთხის გამო მატჩი გადაედოთ.

ბუნდესლიგის დღის მეორე შეხვედრა "ბაიერნს" და "ლაიპციგს" შორის წინასწარი მონაცემებით გაიმართება. შტორმ "სიარას" გამო შეხვედრები ჰოლანდიასა და ბელგიაშიც გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116486