ფეხბურთი

2:42 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის სუპერთასზე გუნდებმა ზედიზედ 9 პენალტი ვერ გაიტანეს! (VIDEO)

იაპონიის სუპერთასზე ანდრეს ინიესტას "ვისელ კობე" "იოკოჰამა მარინოსს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც გუნდებმა საწყისი ორ-ორი დარტყმა გამოიყენეს.

თუმცა, ამის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, იშვიათად რომ ხდება. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჯამში ცხრა(!) თერთმეტმეტრიანი გააცუდეს... საბოლოოდ, გამარჯვება "ვისელ კობეს" დარჩა საფეხბურთო ლატარეაში (3:2) და ინიესტამ კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო.

0.117718