ფეხბურთი

19:22 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი შესაძლოა "რენის" პრეზიდენტი გახდეს

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა "რენის" პრეზიდენტი გახდეს. როგორც ESPN-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა 70-წლის ფრანგს თანამდებობას შესთავაზებს. ჯერჯერობით უცნობია ვენგერი გეგმები და საერთოდ დათანხმდება თუ არა აღნიშნულ თანამდებობას.

არსენი 2019 წლის ნოემბერში ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. აქედან გამომდინარე უცნობია დატოვებს თუ არა ფრანგი პოსტს "რენის" გამო. ფრანგი ფიფამდე "არსენალში" 22 წელი მუშაობდა და ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109244