ფეხბურთი

13:52 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტამ კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა ტიტულების მოგებას იაპონიაშიც აგრძელებს. „ვისელ კობემ“ იაპონიის სუპერთასი „იოკოჰამა მარინოსთან“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო.

შევხედრა ფრედ 3:3 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება „ვისელ კობეს“ დარჩა (3:2). ერთ-ერთი პენალტი ესპანელმაც გაიტანა.

ინიესტას კარიერაში ეს 37-ე ტიტულია! ანდრესმა 32 ჯილდო „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო, სამი ესპანეთის ნაკრებში, ხოლო ორი „ვისელ კობეს“ შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116231