კალათბურთი

11:19 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლეიკერსმა“ „ჰიუსტონთან“ წააგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსი“ შინ „ჰიუსტონთან“ 111:121 დამარცხდა. შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა. ლოს ანჯელესლები 108:105 იგებდნენ, რის შემდეგაც 3:16 წააგეს. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო. ენტონი დევისმა 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა 18 ქულა 15 პასი და 9 მოხსნა. „ლეიკერსი“ 38 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა, ხოლო „ჰიუსტონი“ ამავე კონფერენციაში მეოთხეზე.

„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში „ფილადელფიას“ 112:101 აჯობა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომლეიც ვისკონსინელებმა 32:23 მოიგეს. იანის ადეტოკუმპომ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 36 ქულა, 20 მოხსნა, 6 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ჰარიისს 25 ქულა ჰქონდა. „ბაქსი“ 44 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ნიუ იორკი“ – „ორლანდო“ 105:103 (30:19, 24:28, 22:36, 29:20)

https://www.youtube.com/watch?v=f_KbGsdOd0c

„ჩიკაგო“ – „ნიუ ორლეანი“ 119:125 (25:32, 37:40, 19:31, 38:22)

https://www.youtube.com/watch?v=eX-K7ujYusc

„მილოუკი“ – „ფილადელფია“ 112:101 (22:26, 32:25, 32:23, 26:27)

https://www.youtube.com/watch?v=zhKM5PPvjEM

„პორტლენდი“ – „სან ანტონიო“ 125:117 (27:35, 32:25, 27:32, 39:25)

https://www.youtube.com/watch?v=ZF8P-PD1gKs

„ლეიკერსი“ – „ჰიუსტონი“ 111:121 (29:28, 34:35, 30:34, 18:24)

https://www.youtube.com/watch?v=uqNI4WZGSgU

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120908