ფეხბურთი

22:48 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" რუისის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა

"ბარსელონამ" ესპანელი თავდამსხმელის აბელ რუისის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. "ბლაუგრანამ" სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი "ბრაგაში" იანვარში გაანათხოვრა და პორტუგალიელები ზაფხულში აბელს გამოისყიდიან 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ. თუმცა როგორც cadena Ser-ი იუწყება, "ბარსელონამ" უფლება დაიტოვა მომავალში ფეხბურთელი 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიბრუნოს.

რუისი "ვალენსიას" აკადემიაში ვარჯიშობდა და "ბარსელონაში" 2012 წელს გადავიდა. ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში 2017 წელს დააწინაურეს და მას შემდეგ ჩატარებულ 68 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112639