ფეხბურთი

20:43 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე ოპერაციას გაიკეთებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და ფინეთში 11 თებერვალს ოპერაციას გაუკეთებენ. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დემბელემ ბოლოს 23 ნოემბერს "ლეგენესთან" ითამაშა. AS-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი მოედანს ოთხი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება და ფაქტობრივად მისთვის სეზონი თითქმის დასრულებულია. მიმდინარე სათამაშო წელს უსმანმა ცხრა შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109471