ფეხბურთი

15:56 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ლაშა თოთაძე დაიმატა

„სამტრედია“ ახალი სეზონის წინ გაძლერებას განაგრძობს და მორიგი ტრანსფერი დაადასტურა. იმერელთა ღირსებას ამიერიდან გამოცდილი ქართველი მცველი ლაშა თოთაძე დაიცავს.

31 წლის ფეხბურთელი ბოლოს უზბეკეთში, „კიზილკუმის“ წევრი იყო, ხოლო მანამდე ირანში, „ნასაჯის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

თოთაძეს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, მათ შორის „დინამო თბილისში“, „დინამო ბათუმში“, „დილაში“, „სიონში“, „საბურთალოსა“ და „გაგრაში“.

0.124075