ფეხბურთი

0:25 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ ორი ლეგიონერი, სამუელ ინკუმი და ტრაჰინია კრსტევსკი დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

30 წლის ინკუმი განელია და მშობლიური ქვეყნის ნაკრებში 46 მატჩში 1 გოლიც გაუტანია. ინკუმს 2010 წლის მუნდიალზეც აქვს ნათამაშები, როდესაც განა მეოთხედფინალში ურუგვაისთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

თავიდ დროზე განელს განაპირა მცველს „ბაზელში“, „დნიპროში“, „დისი იუნაიტედში“, „ბოავიშტასა“ და „ანტალიასფორში“ უთამაშია, ხოლო ბოლოს ბულგარული „დუნავის“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება 22 წლის კრსტევსკის თავდამსხმელია და „ცრვენა ზვეზდას“ საკუთრებაა, ხოლო ბოლოს იჯარით „რაბოტნიჩკში“ თამაშობდა. მას როგორც სერბეთის, ასევე ჩრდილო მაკედონიის მოქალაქეობაც აქვს.

0.152266