ფეხბურთი

23:06 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" გამარჯვების ტოლფასი ფრე (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ნიქოზიაში „აპოელს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს იყო მეხუთე ტურის გადადებული მატჩი, რომელიც ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ თამაშში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა ჯანო ანანიძეს, რომელიც იმ დროისთვის „ანორთოსისი“ წევრი არ იყო და რეგლამენიტს თანახმად თამაში გამოტოვა.

ასევე არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, რომელსაც ტრავმა აქვს. სამაგიეროდ შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა, ხოლო ნიკა კაჭარავა თადარიგში დარჩა.

ეს ფრე „ანორთოსისთვის“ პრაქტიკულად გამარჯვების ტოლფასი იყო, რადგან „აპოელთან“ 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. თუმცა, ქეცბაიას გუნდს კვალში „ომონია“ უდგას, რომელსაც ორი ქულით უსწრებს.

0.138585