ფეხბურთი

15:27 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ ეჭვობს, რომ აბიდალთან კონფლიქტის გამო მესი "ბარსელონას" დატოვებს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი შეხვედრაზე დაიბარა. Rac 1-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ფრანგის სიტყვებს ლიონელ მესი საჯაროდ გამოეხმაურად, ბართომეუ იძულებული გახდა, აბიდალთან ესაუბრა.

ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის დეტალები, მაგრამ როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, მომხდარის გამო ბართომეუს აშინებს მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის გადაწყვეტილება. არგენტინელს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ხელმძღვანეობასთან კონფლიქტის გამო შეუძლია გუნდი დამდეგ ზაფხულსაც დატოვებს. გარდა ამისა, მესი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით იმედგაცრუებული ყოფილა და განსაკუთრებით უკმაყოფილო ზაფხულში ნეიმარის ჩაშლილი ტრანსფერით დარჩენილა.

ამ რისკის თავიდან ასაცილებლად კი, ხოსეპმა აბიდალთან შეხვედრა უმალვე ჩანიშნა და მომხდარს დეტალურად განიხილავენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ფრანგი ხსენებული ინციდენტის გამო სამსახურიდან დაითხოვონ.

შეგახსენებთ, მესი აბიდალის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება ფეხბურთელების უკმაყოფილების გამო მოხდა.

0.152577