ფეხბურთი

0:37 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარმა" ხოჭოლავა ევროპა ლიგის განაცხადში შეიყვანა

დონეცკის „შახტარმა“ უეფაში ევროპა ლიგის პლეი-ოფის განაცხადი გაგზავნა, რომელშიც ქართველი მცველი დავით ხოჭოლავაც ფიგურირებს.

სეზონის პირველი ნაწილი დონბასელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გაატარეს, სადაც განაცხადში ასევე იმყოფებოდა ჩვენებური, თუმცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.

გასულ სეზონში კი, ევროპა ლიგაზე ხოჭოლავამ ორი თამაში ჩაატარა. „შახტარი“ 1/16 ფინალში 20 და 27 თებერვალს, ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.

0.145525