ფეხბურთი

17:21 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიის სერია A-ს ბინადარ „ტორინოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ვალტერ მაძარი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს, მისი ადგილი კი მორენო ლონგომ დაიკავა.

43 წლის ლონგო ბოლოს „ფროზინონეში“ მუშაობდა, ხოლო „ტორინოს“ ახალგაზრდულ გუნდს 2012-2016 წლებში ავარჯიშებდა. „ხარების“ რიგებში მორენოს ფეხბურთელობის პერიოდშიც უთამაშია (1994-1997 წლებში).

რაც შეეხება მაძარის, გამოცდილი სპეციალისტი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც „ტორინომ“ სერია A-ში ბოლო ორი თამაში კატასტროფულად წააგო. ჯერ „ატალანტასთან“ 0:7 და შემდეგ „ლეჩესთან“ 0:4.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121611