კალათბურთი

12:17 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგი მინიმუმ ერთი კვირა იუქმებს

"ბრუკლინ ნეტსის" უკანახაზელი კაირი ირვინგი მინიმუმ ერთი კვირა ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ნიუ იორკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ირვინგს მუხლის ტრავმა აქვს.

კაირიმ ტრავმა "ვაშინგტონთან" მატჩში ბრეიდლი ბილისთან ორთაბრძოლის დროს მიიღო.

მიმდინარე სეზონში, კაირი ირვინგი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.4 ქულას, 6.4 პასს და 5.2 მოხსნას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117445