საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, პირველი წრის შემდეგ ლიდერობს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, მეორე ადგილზეა სამტრედია, მესამეზე - თბილისის „ქარიშხალა“.
14-წლამდელმა ხელბურთელებმა, რომელთათვისაც ეს პირველი ოფიციალური ჩემპიონატის, გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტური გამართეს.
ბათუმმაც და სამტრედიამაც 4-4 თამაში მოიგეს და რადგანაც მათ შორის მატჩი, ხელვაჩაურში, ბათუმელებს 19-12 ჰქონდათ მოგებული, პირველ ადგილზეც ისინი არიან. აღმოავლეთის გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით ქარიშხალას აქვს.
ჩემპიონატი განახლდება 23 თებერვალს. წინ მეორე წრეა. ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 2006-07
გლდანი, 1-2 თებერვალი
პეგასი - BSB ბათუმი 3-13, სამტრედია - ქარიშხალა 11-7, ქუთაისი - პეგასი 5-10, BSB ბათუმი - ყვარელი 15-4, გორი - სამტრედია, 11-12, ქარიშხალა - ქუთაისი 18-2, პეგასი - სამტრედია 9-16, გორი - BSB ბათუმი 7-15, ყვარელი - ქუთაისი 9-4, BSB ბათუმი - ქარიშხალა 10-6, ქუთაისი - გორი 5-14, სამტრედია - ყვარელი 17-5
--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ
BSB ბათუმი---6---6---0---0---92-32--12
სამტრედია----6---5---0---1---83-55--10
ქარიშხალა-----6---3---1---2---68-46---7
პეგასი----------6---3---0---3---51-61---6
გორი-----------6---2---1---3---66-62---5
ყვარელი-------6---1---0---5---37-75---2
ქუთაისი-------6---0---0---6---20-86---0
გაგრძელდება 23 თებერვალს







