ფეხბურთი

16:27 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" მუსა ვაგი "ნიცაში" გაანათხოვრა

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" 21 წლის ფეხბურთელი მუსა ვაგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ნიცაში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვაგი "ბარსელონამ" 2018 წელს "ეუპენიდან" 5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურეს, თუმცა მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ სამ შეხვედრაში გამოჩნდა. სენეგალის ნაკრებში მარჯვენა გარემარბმა 14 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118647