ფეხბურთი

22:50 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი სეზონის ბოლომდე "დორტმუნდში" ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი ემრე ჯანი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "დორტმუნდში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. იჯარაში "ბორუსიამ" 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

ჯანი "იუვენტუსში" 2018 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მაურიციო სარიმ ემრე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი აღშფოთებული იყო. მიმდინარე სათამაშო წელს გერმანელმა რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იტალიელი სპეციალისტი მას უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ამყოფებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113499