ფეხბურთი

20:20 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "სამტრედიაში"

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ ახალი სეზონისთვის ემზადება. იმერული გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა.

„სამტრედიას“ ღირსებას ახალი სეზონიდან ლაშა ქოჩლაძე, ლუკა იმნაძე და გიორგი ილურიძე დაიცავენ.

სამაგიეროდ გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. გურამ სამუშიას, ავთო ენდელაძეს, გიორგი ივანიაძეს, გიორგი ცერცვაძეს, ვაჟა ქიქავას, დავით რაჟამაშვილსა და დენის დობროლოვსკის კონტრაქტები ამოეწურათ და იმერელთა რიგები დატოვეს.

„სამტრედია“ ხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, „სამტრედია“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 1 მარტს, თბილისის „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

თეგებისამტრედია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117384