კალათბურთი

13:54 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე - 10 ქულა 15 წუთში (+VIDEO)

NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ინდიანამ“, რომელმაც საკუთარ მოედაზე „ჩიკაგო ბულსი“ ოვერტაიმში, 115:106 დაამარცხა.

აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ბითაძემაც შეიტანა, რომელმაც პარკეტზე 15:07 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო თი ჯეი უორენი გამოდგა, რომელმაც საკუთარ გუნდს 25 ქულით ულიდერა, ხოლო საბონისის აქტივში 15 ქულა და 11 მოხსნა გახლდათ.

„ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 17 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 2 თებერვალს, სახლში „ნიუ-იორკთან“ ჩაატარებს.

0.15668