ფეხბურთი

1:35 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერის" ფეხბურთელია

ლისაბონის „სპორტინგის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური გრანდის ვებგვერდი იტყობინება.

„სპორტინგი“ ნიჭიერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. პირადი ხელშეკრულების დეტალები კი, ამ ეტაპზე უცნობია.

25 წლის ფერნანდეშმა პროფესიონალური კარიერა იტალიაში დაიწყო, სადაც „ნოვარას“, „უდინეზესა“ და „სამპდორიას“ რიგებში 2012-2017 წლებში ითამაშა. „სპორტინგს“ კი 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და 135 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში ბრუნოს 19-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.

0.155181