ფეხბურთი

0:22 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ისტორია მოედნის მიღმაც დაწერა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს მოედნის მიღმაც ამყარებს. პორტუგალიელი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის მიმდევართა (გამომწერთა) რაოდენობა ინსტაგრამში 200 მილიონ ადამიანს გადასცდა.

ამასთან დაკავშირებით, რონალდუმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი კარიერისა და ცხოვრების საუკეთესო მომენტებია შესული.

„ვაუ, 200 მილიონი! მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, რომ ამ მოგზაურობას ჩემთან ერთად ყოველდღე იზიარებთ“, - დაწერა კრიშტიანუმ.

მსოფლიოს მასშტაბით ინსტაგრამში ყველაზე მეტი გამომწერი შემდეგ ადამიანებს ჰყავთ:

1. კრიშტიანუ რონალდუ - 200 მილიონი მიმდევარი

2. არიანა გრანდე -173 მილიონი

3. დუეინ ჯონსონი - 170 მილიონი

4. სელენა გომესი - 167 მილიონი

5. კაილი ჯენერი - 159 მილიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109681