კალათბურთი

11:10 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მილოუკის“ და „ვაშინგტონის“ უხვქულიანი შეხვედრა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა. „ლეიკერსის“ და „კლიპერსის“ შეხვედრა კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო გადაიდო.

„მილოუკმა“ შინ „ვაშინგტონს“ 151:131 მოუგო. ვისკონსინელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე დედაქალაქელები მდევრის როლში იყვნენ. კრის მიდელტონმა კარიერაში ყველაზე მეტი 51 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 6 პასიც მიამატა. ბრედლი ბილმა 47 ქულა მიითვალა. მხრის ტრავმის გამო იანის ადეტოკუმპოს არ უთამაშია. „მილოუკი“ 41 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„დალასი“ მოულოდნელად საკუთარ დარბაზში „ფინიქსთან“ 104:133 განადგურდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ფინიქსელებმა 48:22 იმარჯვეს. ყველაზე მეტი 32 ქულა დევინ ბუკერმა მიითვალა. ლუკა დონჩიჩმა 21 ქულა ჩააგდო.

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „ნიუ იორკი“ 97:92 (15:26, 32:24, 21:16, 29:26)

https://www.youtube.com/watch?v=oxAhkiX8PSQ

„ფილადელფია“ – „ გოლდენ სტეიტი“ 115:104 (26:27, 33:27, 27:28, 29:22)

https://www.youtube.com/watch?v=W7sV_3b7HYw

„კლივლენდი“ – „ნიუ ორლეანი“ 111:125 (34:40, 31:34, 25:30, 21:21)

https://www.youtube.com/watch?v=BDHG63Qg-7U

„ტორონტო“ – „ატლანტა“ 130:114 (33:23, 35:33, 29:27, 33:31)

https://www.youtube.com/watch?v=07UZldC142w

„მემფისი“ – „დენვერი“ 104:96 (31:18, 32:32, 19:16, 22:30)

https://www.youtube.com/watch?v=rrfFuRhDJ2o

„მაიამი“ – „ბოსტონი“ 101:109 (28:36, 20:17, 28:27, 25:29)

https://www.youtube.com/watch?v=IwIJL70KK4I

„მილოუკი“ – „ვაშინგტონი“ 151:131 (42:28, 46:35, 29:41, 34:27)

https://www.youtube.com/watch?v=rHrjyzmezWk

„დალასი“ – „ფინიქსი“ 104:133 (19:32, 36:28, 22:48, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=jG4AuPRWX9A

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112846