კალათბურთი

22:20 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიტები უკანახაზელით გაძლიერდა

სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე ტიტებმა სეზონის უკანასკნელი ტრანსფერი განახორციელა. გუნდი თსუ-ს უკანახაზელით კრისტოფერ ანდერსონით გაძლიერდა.

ანდერსონი ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად არის ცნობილი, იგი თსუ-ს რიგებში სამი წელი თამაშობდა.

კრისმა თსუ-ს თან ერთად 2018 წელს A ლიგის. ხოლო 2019 წელს ქორქია-საკანდელიძის და დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა.

ანდერსონმა კარიერა სან დიეგოს კოლეჯში დაიწყო, ერთი წელი გერმანიაში თამაშობდა საიდანაც საქართველოში ჩამოვიდა.

კრისტოფერ ანდერსონი

მოხარული ვარ რომ ტიტებს შევუერთდი. ჩემი პირველი გუნდია საქართველოში თსუ-ს შემდეგ.

ტიტები ჯერ კიდევ A ლიგიდან მახსოვს, ჩვენ ძალიან რთული დაპირისპირებები გვქონდა.

ტიტებში ბოლომდე დავიხარჯები, ვეცდები წარმატებას ერთად მივაღწიოთ. მინდა ყველა სხვა გუნდს ვანახო, რომ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.

კრისტოფერ ანდერსონი

დაიბადა: 13.12.1992

სიმაღლე: 175 სმ

ამლუა: გამთამაშებელი

კარიერა

2011-2015 San Diego

2015-2016 Orange Academy Ratiopharm

2016-2019 თსუ

2020 ტიტები

ტიტულები:

ა-ლიგა 2018

ქორქია - საკანდელიძის მემორიალი 2019

დუდუ დადიანის მემორიალი 2019

წყარო ტიტების ოფიციალური ფეისბუქ გვერდი. Bctitebi

თეგებიტიტები
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121787