სხვა

21:10 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეგასი დროებითი ლიდერია

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე პეგასმა 34-30 დამარცხა სპორტის უნივერსიტეტი და 14 ქულით პირველ ადგილზეა. სტუ-იმედმა მოუგო გორს, 46-30.

შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის ლიდერობა ალბათ დროებითია, რადგანაც ორი ლიდერი, ქუთაისი და BSB ბათუმი, წყალტუბოსა და სამტრედიასთან ერთად, მე-8-10 ტურის მატჩებს 3-5 თებერვალს გამართავს ზესტაფონში. ამ მომენტისთვის ქუთაისს, ბათუმსა და იმედს 12-12 ქულა აქვთ, თუმცა, დასავლეთელებს 2-2 მატჩი მარაგში აქვთ.

პეგასს მძიმე ბრძოლა გადახდა სპორტის უნივერსიტეტთან. თამაშის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს სტუდენტთა მეკარე ხანდოლიშვილი და კარში დავით კუპატაძე ჩადგა. ტაიმი ფრედ, 16-16 მორჩა. 47-ე წუთზე ჩიკვილაძემ 3 ბურთით დააწინაურა სპორტუნი (26-23), მაგრამ პეგასმა პასუხად ზედიზედ ოთხჯერ გაიტანა, საბოლოოდ კი დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ბაძაღუას გოლის შემდეგ გაირკვა, რომ ფავორიტი იგებდა: 32-29 და 34-30.

ხვალ ფინალური ოთხეულის ორი პრეტენდენტი, პეგასი და იმედი სტუ ერთმანეთში თამაშობს. პირველი წრის მატჩი პეგასმა 23-18 მოიგო. ხვალვე სპორტუნი ოლიმპიურ სასახლეში გორს ეთამაშება.

უმაღლესი ლიგის თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 28 იანვარი, ოლიმპიური სასახლე

პეგასი - სპორტუნი 34-30

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - ბაძაღუა 10, კუხალაშვილი 8, ჟვანია 7, გვაზავა 3, პატაშური 3, მდივანი 2, კოხრეიძე 1, ჩეჩელაშვილი, შუბითიძე, გ. არეშიძე, კობახიძე, ა. არეშიძე

სპ: ხანდოლიშვილი, კუპატაძე - ბულბულაშვილი 10, ჩაკვეტაძე 6, იობაშვილი 5, იმნაძე 4, ზურაბიანი 4, ჩიკვილაძე 1, გულდედავა, დელიბაშვილი

იმედი-სტუ - გორი 46-30

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - გოგალაძე 9, ერისთავი 9, გავაშელიშვილი 8, ერისთავი 7, ყორიაული 5, დოლმაზაშვილი 4, კორსანტია 2, აბჟანდაძე 1, ჭელიძე 1

გორ: თითირაშვილი, ვათიაშვილი, ჯაფარიძე - დალაქიშვილი 8, გაგლოშვილი 6, ახალბედაშვილი 5, მჭედლიშვილი 4, ჯაფიაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ბერუაშვილი 2

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

პეგასი----------9---7---0---2---304-271--14

ქუთაისი-------7---6---0---1---301-220--12

BSB ბათუმი---7---6---0---1---261-185--12

სტუ-იმედი----9---6---0---3---286-239--12

გორი-----------9---3---0---6---287-355---6

სამტრედია----7---3---0---4---218-246---6

სპორტუნი-----9---1---0---8---268-340---2

წყალტუბო----7---0---0---7---163-232---0

29 იანვარი

16:00 სპორტუნი - გორი

17:45 იმედი-სტუ - პეგასი

დასავლეთი: 8-10 ტურები

3-5 თებერვალი, ზესტაფონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160958