ჩოგბურთი

11:55 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიმმა მონფილსი დაამარცხა

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი დომინიკ ტიმი კარიერაში პირველად ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში გავიდა. ავსტრიელმა 1/8-ფინალში ფრანგი გაელ მონფილსი 6:2, 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.

ტიმმა შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, თავად კი 14-დან ოთხი ბრეიკად აქცია.

მომდევნო ეტაპზე დომინიკის მეტოქე ნადალი - კირიოსის გამარჯვებული იქნება.

0.117835