კალათბურთი

3:55 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კობი ამაყი მეტოქე და ჩემი უმცროსი ძმა იყო" - მაიკლ ჯორდანის ემოციური სიტყვები

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა სპორტული სამყარო შეძრა. NBA-ს ლეგენდას კიდევ ერთი ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.

„შოკში ვარ კობისა და ჯანას ტრაგიკული სიკვდილით. სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღწვერო ის ტკივილი, რომელსაც მე ვგრძნობ. მიყვარდა კობი - ის ჩემი უმცროსი ძმა იყო. ხშირად ვსაუბრობდით და ძალიან მომენატრება ეს ყოველივე. ის იყო ამაყი მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო ამ თამაშის ისტორიაში და შემოქმედებითი ძალა. კობი ასევე იყო წარმოუდგენელი მამა, რომელსაც ღრმად უყვარდა ოჯახი და ძალიან ამაყობდა თავისი ქალიშვილის კალათბურთისადმი სიყვარულით“, - თქვა მაიკლ ჯორდანმა.

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტის ვერტმფენი კალიფორნიაში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, მისი 13 წლის შვილი - ჯანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120977