ფეხბურთი

21:49 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ბრაზილიელმა ლეგიონერმა დატოვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გაბრიელ რამოსმა დატოვა. ბრაზილიელ ფეხბურთელს აჭარულ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.

ბრაზილიელი შემტევი „დინამოს“ 2018 წელს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

სადებიუტო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში უკვე ეროვნულ ლიგაში 35-ჯერ ითამაშა და თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.111347