ფეხბურთი

11:00 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაგამ" პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო (+VIDEO)

პორტუგალიის ლიგის თასის 2019/20 წლების სეზონის გამარჯვებული "ბრაგა" გახდა. ფინალში ბრაგაელებმა "პორტუ" 1:0 დაამარცხეს და გადამწყვეტი გოლი მატჩის მიერ კომპენსირებულ დროის მეხუთე წუთზე რიკარდო ჰორტამ გაიტანა და "ბრაგამ" არსებობის ისტორიის განმავლობაში ლიგის თასი მეორედ მოიგო.

"ბრაგამ" ლიგის თასი პირველად 2012/13 წლების სეზონში მოიგო. ბრაგაელებს პორტუგალიის ჩემპიონატი არ მოუგიათ, ყველაზე მაღალი პოზიცია, მეორე ადგილი, 2009/10 წლების სეზონში დააფიქსირეს. ქვეყნის თასი "ბრაგამ" ორჯერ მოიგო, ხოლო ფინალში ოთხჯერ იყო.

0.12712