ფეხბურთი

22:15 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დეფო იჯარის დასრულების შემდეგ "რეინჯერსში" დარჩება

ინგლისელი ფეხბურთელი ჯერმეინ დეფო "რეინჯერსში" იჯარის დასრულების შემდეგ დარჩება. თავდამსხმელი გლაზგოურ გუნდში "ბორნმუთიდან" იჯარის წესითაა გადასული და ინგლისში მიმდინარე სეზონის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა "რეინჯერსში" დარჩება და კიდევ ერთი წელი ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯერმეინ დეფო "რეინჯერსში" 2019 წლის იანვარში მივიდა. მას შემდეგ ინგლისელმა ფეხბურთელმა 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისელი აღნიშნული გუნდების გარდა "ტოტენჰემის", "ვესტ ჰემის", "სანდერლენდის", "პორტსმუთის" და "ტორონტოს" ღირსებას იცავდა.

0.107408