ფეხბურთი

12:25 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაჭარავამ "ანორთოსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა „ანორთოსისში“ რჩება. ჩვენებურმა კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა.

როგორც „ანორთოსისის“ ვებგვერდი იტყობინება, ნიკა კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავრჩები ამ შესანიშნავ გუნდში კიდევ ორი წლით და გავაგრძელებს იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებას. ახლა პირველ რიგში მსურს უახლოესი თამაშები მოვიგოთ, რომ ჩემპიონობას უფრო მეტად მივუახლოვდეთ. ყოველდღე ბევრს ვმუშაობთ ვარჯიშებზე, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მინდა, გულშემატკივრებს მოვუწოდო სტადიონზე მოსვლისკენ, რადგან ერთად შეგვიძლია დიდ შედეგებს მივაღწიოთ“, - თქვა კაჭარავამ კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ.

ქართველ ფეხბურთელს ფამაგუსტელთა მაისურით დღემდე 39 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.157944