ფეხბურთი

14:26 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ახალი სპონსორი ჰყავს

„დინამო თბილისს“ ახალი სპონსორი ჰყავს. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იტყობინება, ამიერიდან გუნდი ავტოსერვისის ქსელ „ოთო მოტროსთან“ ითანამშრომლებს.

ერთწლიანი ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის მრავალი აქტივობა და სიახლე იგეგმება.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ ამჟამად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება და ახალი სეზონისთვის ემზადება.

0.114377