ფეხბურთი

3:01 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანე ტრავმირებულია

ინგლისური „ლივერპულის“ ლიდერი სადიო მანე დაშავდა. სენეგალელმა ფეხბურთელმა „ვულვზთან“ შეხვედრის პირველივე ტაიმში შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია სადიოს დაზიანების ხარისხი და როგორც „წითლების“ ვებგვერდი იტყობინება, ამას სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცი რა სახის დაზიანებაა, კუნთის პრობლემა შეექმნა, თუმცა, ჯერ არ ვიცით რამდენად სერიოზულია. უნდა დაველოდოთ და პასუხსაც გავიგებთ“, - თქვა ნამატჩევს კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ „ვულვზი“ ჯორდან ჰენდერსონისა და რობერტო ფირმინოს გოლებით 2:1 დაამარცხა და პრემიერლიგაში დიდებული ასპარეზობა გააგრძელა. რაც შეეხება მანეს, სენეგალელმა მიმდინარე სეზონში 31 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

0.120693