ფეხბურთი

22:58 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

"ვისელ კობეს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკას პოდოლსკი კარიერას თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ანთალიასფორში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

გერმანელმა შემტევმა იაპონური გუნდი იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და თურქებმა უფასოდ დაიმატეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით ითამაშებს ლუკასი "ანთალიასფორში". "ვისელ კობეში" გერმანელმა ორწელიწადნახევარი გაატარა და 60 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119502