ფეხბურთი

20:20 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ბავშვი აატირა (+VIDEO)

კილიან მბაპე სწრაფი ტემპით ვითარდება და საყოველთაო მოსაზრებით კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ეპოქის შემდეგ მისი ჯერი დადგება.

21 წლის ფრანგს უკვე გულშემატკივრებიც არ აკლია. საფრანგეთის ლიგის თასზე მომხდარმა კი, ინტერნეტ სივრცე მოიარა.

„რეიმსთან“ მატჩის დაწყებამდე მბაპეს წინ მყოფი ბავშვი ემოციას ვერ იკავებდა. პატარამ ვერ დაიჯერა, რომ ის მბაპესთან ერთად იმყოფებოდა და ცრემლებიც ვერ შეიკავა.

0.121075