ფეხბურთი

16:46 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

U17: საქართველომ ტაჯიკეთთან წააგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკში მიმდინარე განვითარების ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტაჯიკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

გიორგი ჩიტაურის გუნდისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე დუნდუამ ანგარიშის გახსნა მოახერხა. თუმცა, შემდეგ ტაჯიკებემა უშეცდომოდ ითამაშეს და ქართველ ფეხბურთელთა კარში ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. 36-ე წუთზე ალიჯონმა გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი აზიზოვის ანგარიშზეა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულით დაასრულა. ტაჯიკეთამდე ჩიტუარის შეგირდებმა ისლანდიას 1:0 აჯობეს, ხოლო ისრაელთან ფრედ 1:1 ითამაშეს. ამ შედეგით, საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ტაჯიკეთი - საქართველო 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 დუნდუა (14), 1:1 ალიჯონი (36), 2:1 აზიზოვი (77)

საქართველო: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი (ონიანი 72), ხვადაგიანი, დუნდუა (გ. მამაგეიშვილი 41), უბილავა (გვიშიანი 41), ტატიშვილი (გაგნიძე 41), აბჟანდაძე (აბუაშვილი 41), ლობაშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე (ო. მამაგეიშვილი 62), თუთაშვილი (ჩხეტიანი 41)

0.111241