ფეხბურთი

2:01 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "ყველაფერს გავაკეთებ და 100%-ით დავიხარჯები"
ოფიციალურად: ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ჯანო ანანიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ჯანომ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ქეცბაიამ მის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, 100%-ით დაიხარჯება, რომ გუნდს დაეხმაროს.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რადგან ჩემი კარიერის გარკვეულ მომენტში მიზანი სხვა ლიგაში თამაში იყო და ამას გავაკეთებ ისეთ შესანიშნავ გუნდში, როგორიც „ანორთოსისია“. ასე, რომ მადლობას ვუხდი განსაკუთრებით მწვრთნელს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა. თემურ ქეცბაია მესაუბრა გუნდის მიზნებისა და ფილოსოფიის შესახებ, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წინადადება მქონდა, ავირჩიე „ანორთოსისი“ და ძალიან ბედნიერი ვარ.

ვიმეორებ, მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაია იყო, გარდა ამისა, კვიპროსში ბევრჯერ ვყოფილვარ „სპარტაკთან“ ერთად მოსამზადებელ ეტაპზე და ბევრი რამ ვიცი ქვეყნის შესახებ, ამინდის, ხალხის, ზოგადად ცხოვრებისა და კარგი საკვების შესახებ. ჩვენი მიზანი ტიტულის მოპოვებაა, „ანორთოსისი“ შესანიშნავი გუნდია, შეესაბამება ჩემს მიზნებს.

ჩემი გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ და 100%-ით დავიხარჯები, ვეცდები, რომ მოედანზე ჩემი პოტენციალის მაქსიმუმი ვაჩვენო“, - თქვა ანანიძემ.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მიღმა კარიერაში პირველად ითამაშებს. აქამდე მას მხოლოდ „სპარტაკის“, „როსტოვისა“ და „კრილია სოვეტოვის“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10114