ჩოგბურთი

13:45 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მძიმე გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე (+VIDEO)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პორველობაზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი წრე დაძლია. ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთ კორეელ კვონ სონ ვონს დაუპირისპირდა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 87-ე ადგილზეა.

მიუხედავად ამისა, ნიკოლოზს მეტად მძიმე ბრძოლა გადახდა თავს და აზიელი ხუთსეტიან, მარათონულ შეხვედრაში დაამარცხა - 3:2.

თამაში თითქმის 4 საათი, 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ჩვენებურმა კარგად დაიწყო და 3:0-იც დაწინაურდა, შემდეგ 5:2-ს იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობა გაფლანგა და საბოლოო ტაიბრეიკზე მარცხი განიცადა - 6:7. მეორე სეტში ბასილაშვილმა ვითარება გამოასწორა, თავიდანვე ორჯერ დააბრეიკა მეტოქე (ერთხელ თვითონაც წააგო თავისი ჩაწოდება) და მაგრამ ერთი ბრეიკის უპირატესობა საკმარისი გამოდგა ანგარიშის გასათანაბრებლად.

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა მესამე სეტი, რომელშიც ბასილაშვილმა 7:5 იმარჯვა დაწინ გასვლა შეძლო, მაგრამ აზიელი არ ნებდებოდა, შედეგად, მეოთხე სეტი უკვე კვნმა 6:3 მოიგო და სეტებში წონასწორობა აღადგინა - 2:2.

გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილმა მობილიზება მოახერხა, ბრეიკი შეასრულა და უმძიმესი შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3.

მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ATP-ის 51-ე ნომერი, გამოცდილი ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება. აქამდე ისინი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და თანაფარდობაა. 2018 წელს ჩინეთში ნიკოლოზმა ორ სეტში 7:6, 6:4 იმარჯვა, ხოლო გასული წლის შემოდგომაზე ვენაში ესპანელმა რევანში აიღო - 6:4, 2:6, 1:6. ხსენებული დაპირისპირება 22 იანვარსაა დაგეგმილი.

ბასილაშვილი - სონ კვონი 3:2 (6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3)

0.142162