თამაშგარე

12:50 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მონაკას ბრაზილიის ნაკრების მომავალი ეიმედება

სამიოდ წლის წინაც გაუწყებდით, ახლაც ვწერთ და არც შემდგომში დავიზარებთ იმის აღნიშვნას, რომ ბრაზილიელი ტელეწამყვანი და ფოტომოდელი მონიკა აპორი ის ქალია, რომელიც ფეხბურთში მართლაც კარგად ერკვევა და ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით მობურთალებს მხოლოდ თვალის ფერითა და კუნთების სიდიდით არ აფასებს.

მონიკა ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი ქომაგია და სპორტული ტელეწამყვანობაც მას შემდეგ იღო თავზე, როდესაც ერთ-ერთი ბრაზილიური ტელევიზიის შეფმა აღმოაჩინა, რომ ამ ტანფეხდალოცვილ ასულს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებზე თავისი სკამაოდ საინტერესო და აზრდატანებული შეხედულებები ჰქონდა.

ჰოდა, ეს საქმეში კოხტად ჩახედული ქალი ამბობს, რომ ორწელიწადნახევარში, არაბეთის ნახევარკუნძულზე გასამართ საფეხბურთო მუნდიალზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები მისი მშობლიური ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს აქვს. ამის მიზეზად წარსულ გამოცდილებას იშველიებს და იძახის - ბრაზილიელები აზიაში ტრადიიცულად კარგად ირჯებიანო. სულ ცოტაც და ვნახავთ როგორი პროგნოზისტიცაა ეს ჩვენი მონიკა...

0.142136