ფეხბურთი

22:51 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ +16

დღემდე პრემიერლიგაში ერთადერთი გუნდი იყო, ვისაც „ლივერპულთან“ არ წაეგო, ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ. მაგრამ „ენფილდზე“ მათაც ვერაფერი გააწყვეს. მართალია, რაშფორდი და პოგბა აკლათ, მაგრამ „ეშმაკუნებმა“ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და პირველ ნახევარ საათს თუ არ ჩავთვლით, ლიდერისთვის არაფერი დაუთმიათ და რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ წარმატებსათან.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როცა ალექსადერ-არნოლდის კუთხურიდან ჩაწოდებული ვან დეიკმა შედეგიანი თავურით დააგვირგვინა. მერე „ლივერპულმა“ ორჯერ კიდევ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არცერთი ჩათვალა. ჯერ იყო და ფირმინომ შეაგდო მაგრამ წამებით ადრე ვან დეიკი საჯარიმოში დე ხეას დაეჯახა და ვიდეოარბიტრმა გოლი გააუქმა. მერე ვეინალდუმმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

მეორე ტაიმში სტუმრები თითქოს უკეთ გამოიყურებოდნენ, მომენტებიც შექმნეს და ბურთსაც აკონტროლებდნენ. მაგრამ უკვე წამატებულ წუთებზე მასპინძლებს ელვისებული კონტრშეტევა გამოუვიდათ: მეკარე ალისინმა სალაჰი დე ხეასთან პირისპირ გაიყვანა და ეგვიპტელმა ფეხებშუა გაუტარა ბურთი ესპანელ კარის დარაჯს.

22 თამაშიდან 21 მოგება და ერთი ფრე - ასეთია „ლივერპუის“ ამჟამინდელი მონაგარი. ახლა მერსისაიდელები უშუალო მდევარ „სიტის“ 16 ქულით უსწრებენ და თამაშით ნაკლები აქვთ.

„ლესტერმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო. სპეციალისტები ამბობდნენ: „ლესტერის“ სენსაციური პროგრესი კარგია, მაგრამ ბრენდან როჯერსს მოკლე სათადარიგო სკამი აქვს, ლიდერების სრულფასოვანი შემცვლელები არ ჰყავს და სეზონის განმავლობაში ეს მინუსი თავს აუცილებლად იჩენსო.

ასეც ხდება, „მელიების“ ფეხბურთელთა უმეტესობა საუკეთესო ფორმაში არ არის, შემცვლელები კინ არ ჩანან.

როგორც წინა შეხვედრაში, „საუთჰემპტონთან,“ ლესტერელებმა ამჯერად გახსნეს ანგარიში, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ცოტა არ გაუმართლათ კიდეც, როცა ვარდის მეკარე პოუპმა თერთმეტმეტრიანი აუღო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 23-ე ტური. 10 იანვარი.

ბარნლი - ლესტერი 2:1

ბარნლი. „ტერფ მური.“ 19 788

0:1 ბარნსი (33), 1:1 ვუდი (56), 2:1 ვესტვუდი (79)

68-ე წუთზე ვარდიმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ბარნლი: პოუპი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, ბერდსლი, კორკი, მაკნილი, ჰენდრიკი, ვესტვუდი, ვუდი (ლენონი 90+3), როდრიგესი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ლესტერი: შმაიხელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ფუხსი, მედისონი, ბარნსი, პერესი (იჰეანაჩო 74), მენდი, პრატი (ტილემანსი74), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: მი (67)

ლივერპული - მანჩესტერი 2:0

ლივერპული. „ენფილდ როუდი.“ 52 916

1:0 ვან დეიკი (14), 2:0 სალაჰი (90+3)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ლალანა 66), ფირმინო (ორიჯი 83), მანე (ფაბინიო 83), სალაჰი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერი: დე ხეა, ვან ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, უილიამსი (გრინვუდი 74), პერეირა (მატა 74), ფრედი, ჯეიმსი, შოუ (დალოტი 88), მატიჩი, მარსიალი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: სალაჰი (90+3); მატიჩი (8), დე ხეა (25), შოუ (72)

0.155125