კალათბურთი

20:35 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენი სამქულიანებში მეშვიდეა

ნბა-ს ისტორიაში ჩაგდებულია სამქულიანების რაოდენობით "ჰიუსტონის" უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი მეშვიდე ადგილზეა. ჰარდენს 2221 ჩაგდებული სამქულიანი დაუგროვდა, რითაც ჯამალ კროუფორდს (2220) გადაასწრო.

ჰარდენის მორიგ სამიზნეს ვინს კარტერის 2264 სამქულიანია, თუმცა კარტერ ჯერ კიდევ მოქმედი კალათბურთელია და თავის მონაგარს კიდევ გაზრდის.

ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 2973 სამქულიანი რეი ალენს აქვს ჩაგდებული.

0.123639