ფეხბურთი

22:43 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთას გუნდი ზემოთ მიიწევს

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის “ქასიმფაშა” კარგად მიდის. 2 მოგება და 3 ფრე აქვს, რითაც მეხუთე ადგილზეა. “ქასიმფაშამ” შინ 4:2 სძლია “გაზიანთეფსფორს”.

დანიის ჩემპიონატში, მეათე ტურში “ოდენსემ” 2:0 სძლია “სილკებორგს” და მერვე ადგილზეა. ლადო დვალიშვილი სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია.

უკრაინაში “ზორიამ” შინ 2:1 სძლია “ჰოვერლას”. მასპინძელთაგან ბოლო 8 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ, სტუმართა შორის კი აკაკი ხუბუტია განაცხადში არ ყოფილა.

ლვოვის “კარპატის” შემადგენლობაში ბუბა დაუშვილი არ ყოფილა. კარპატელებმა სტუმრად 0:1 წააგეს დონეცკის “ოლიმპიკთან”. ბუბა სკამზე გახლდათ.

0.11194