ფეხბურთი

0:44 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" საპატა გამოისყიდა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დუვან საპატა "ატალანტას" სრულფასოვანი წევრი გახდა. როგორც ბერგამოელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბმა სამხრეთამერიკელი "სამპდორიადან" გამოისყიდა.

საპატას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აკავშირებს. ასევე, "ატალანტამ" 2018 წელს გენუელებს იჯარაში 14 მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი გამოსასყიდ თანხად 12 მილიონი ევროა დაფიქსირებული. ბერგამოელთა მაისურით დუვანმა ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118587