ფეხბურთი

21:43 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლორისმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" მეკარემ უგო ლორისმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ითამაშებს "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერი.

ლორისმა იდაყვის მძიმე ტრავმა გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში "ბრაიტონთან" მატჩში მიიღო. ფრანგის სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით დასრულდა და სრულფასოვნად ვარჯიში დაიწყო. ლორისმა მიმდინარე სეზონში ცხრა შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112688